ბათუმში 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროსთნ ახლოს ცხედარი იპოვეს.
ერთ-ერთი ადგილორივი მცხოვრების, ნუგზარ საგინაძის მტკცებით, ნაპოვნი მისი ძმაა. როგორც ახლობლები აცხადებენ, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ ზღვაში 26 აგვისტოს საღამოს 10 საათისთვის შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები.