ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, მოზარდების ასაკი 10-13 წლამდეა, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ, ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ქურთებს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.