თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით იგეგმება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია.
მერის თქმითვე გარემოს დაცვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება დაიწყეს. სექტემბრიდან კი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება. ასევე უნდა გამკაცრდეს კანონი, თუკი ვინმე დაიწყებს ხეების ჭრას უკანონოდ.
მან ისაუბრა ყაზბეგის 24 ნომერში ხეების ჭრაზეც და განმარტა, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელენე ხოშტარიამ მერს შეაწყვეტინა მონოლოგი და შეახსენა მერიის წინ მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების შესახებ.
დარბაზში მყოფმა ცოტნე გამსახურდიამ, ასევე ”თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებმა, ნარმანიას მონოლოგს სიცრუე უწოდეს. ამაზე დაცვის სამსახურის წევრებმა მათი გაყვანა სცადეს. მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ნარმანიამ მონოლოგი შეწყვიტა.