”თუ გამოძიებამდე ვიღაცას ხელს დავადებთ და მოვხსნით, უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვევა. როცა მოვიღებთ შესაბამის დასკვნას, მივიღებთ გადაწყვეტილებას, „-ამის შესახებ დავით ნარმანიამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავის დასახელების მორალური უფლება არ აქვს:
„მე არ მაქვს ამის მორალური უფლება, უნდა გაირკვეს ვინ არის დამნაშავე. თუ გაირკვევა, რომ ის, ვისაც ხელი დავადეთ უდანაშაულოა, მას უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ” – განაცხადა ნარმანიამ.
მან ისაუბრა მერიის წინ მოშიმშილე ადამიანებზეც:
”ვწუხვარ მოშიმშილე ადამიანებზე, მაგრამ რა მოთხოვნაც დაყენებულია, ჩემთვის მიუღებელია. სხვა შემთხვევაში ჩვენ მათ მივყვებით. სამუშაო შეხვედრაც გვქონდა მათთან”- განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ. ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოდის და მათ უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. სხდომის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებს აპროტესტებენ.