სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყებს შესწავლას იმ გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც, პარლამენყის წევრის გოგი თოფაძის რესტორანში პოლონელ ტურისტებს ევროპელობის გამო არ მოემსახურნენ.
სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული განყოფილების უფროსმა ქეთი შუბაშვილმა განაცხადა, რომ მათ ამ შემთხვევის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგეს. შუბაშვილის თქმით, ისინი გაარკვევენ ინფორმაციას გიდისგან, რომელიც ტურისტებს ახლდა თან, ასევე თუ შეძლეს გაესაუბრებიან ტურისტებს. შუბაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ოფისი ინფორმაციას გამოითხოვს თავად რესტორნის ხელმღვანელობისგან.
შეგახსენებთ, სტეფანწმინდაში მდებარე რესტორანში, რომლის მფლობელიც გოგი თოფაძეა, პოლონელი ტურისტების 18 წევრიან ჯგუფს, არ მოემსახურნენ.