საზოგადოების გარკვეული ნაწილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოხატავს მერიის მიმართ მზიურში, ბავშვების მიერ დაგებულ ფერადი ბილიკის აყრასთან დაკავშირებით.
“დააშეარეთ მეგობრებო! ეს ასე დასატოვებელი არაა! ბილიკი, რომელიც საერთო ძალისხმევით, მზიურის საკეთილშობილოდ, ტრაგიკული დღის მემორიალია! ბილიკი, რომელიც ბევრი ბავშვის და კეთილი ადამიანების ხელით დაიგო! ეს ბილიკი ამ გულღრძო, გაუთლელი, ინდეფერენტული სახელმწიფო მოხელეების განკარგულებით- თბილისის მერიის განკარგულებით იქნა აყრილი!
სირცხვილია! ეს ხალხი როგორ მუშაობს თბილისის მერიაში! როგორ ბედავენ ჩვენს თბილისს ასე მოექცნენ! ამოიღეთ რა ყველამ ხმა!” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
აღსანიშნავია, რომ მას ეხმიანებიან სხვა პირებიც. ერთ-ერთი მათგანი საზოგადოებას მოუწოდებს აქციებისკენ.
“აქცია მოვაწყოთ გადასაყენებლად. ბევრ ფრენდიანებმა გაუწიეთ ორგანიზება” – ასეთია განწყობა სოციალურ ქსელში.