ახალი ამბები მთავარი სპორტი

ქართველი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრები დახვდნენ.

აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახასენებთ, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართა, ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

იტვირთბა....