იტალიაში მაშველებმა მიწისძვრის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე 17 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როდესაც მაშველები სამძებრო-საძიებო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ერთ-ერთ შენობაში გოგონა შენიშნეს და აღმოაჩინეს, რომ ის ცოცხალი იყო.
შეგახსენებთ, გუშინ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 247 ადამიანი.
https://youtu.be/J_O1sVNsiis