მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი ელენე მალეშევსკი-ჯაყელი, რომელიც მერიის შენობასთან უკვე მესამე დღეა შიმშილობს, კვლავ შეუძლოდ გახდა.
ამ წუთებში მისთვის დახმარების გასაწევად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.
შეგახსენებთ, ელენე მალეშევსკი-ჯაყელი თბილისის მერიასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრები ხეების უკანონოდ მოჭრას აპრტესტებენ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას თავდაპირველად ნატა ფერაძემ მიმართა. შიმშილობის მეშვიდე დღეს კი ის შეუძლოდ გახდა და მისი საავამდოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდა. ამის შემდეგ შიმშილობა ელენე მალეშევსკი-ჯაყელმა გააგრძელა. მოძრაობის წევრები მოითხოვენ ხეების უკანონოდ ჭრის შეჩერებას და მერიის ეკოლოგიისა და ზედამხვედველობის სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომას.
გუშინ გარემოს დამცველები თბილისის მერს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთ-ერთი აქტივისტი „მაიმუნო ვირიშვილოთი“ მოიხსენია და მისი შეხვედრიდან გაყვანა მოითხოვა. ამის შემდეგ აქცია მერიის ეზოში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები მერს მათთან ჩასვლისა და მოლაპარაკების დაყებისკენ მოუწოდებდნენ.