თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ 45 ხესთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი ცოტა ხნის წინ ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა გააკეთა. სულხანაშვილი და მისი სამსახური შეცდომას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც მერიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურორებთან და თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ საგამოძიებო ორგანო მისი ან მისი სამსახურის შეცდომებს გამოავლენს.