რაგბისტი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძე სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებიან. როგორც PrimeTimeNews-მა გააკვირვა მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა. გიორგიმ ფეხზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა, ნუცა კი თანხის არარსებობის გამო, რეაბილიტაციის სრულ კურს ვერ გადის. შესაბამისად, მისი მდგომაროება არ გაუმჯობესებულა. PrimeTimeNews-ი მათ საერთო მეგობარს, ბექა ჭაბუკიანს ესაუბრა.
ბექა ჭაბუკიანი: გიორგის ოპერაცია გაუკეთეს მარცხენა ფეხზე. გრძელვადიანი ოპერაცია იყო. ახლა მძიმე ტკივილები აქვს და ძირითადად სძინავს. ოპერაცია მთელ ფეხზე გაუკეთეს, ბარძაყზეც და წვივზეც. ძვლები იყო დაშლილი და თავიდან აუწყვეს. მილები გაუატრეს ძვალში და ზოგან ისეთი დაზიანება იყო რომ ამ მილის გატარების საშუალება არ იყო და გარედან შურუპებით დაუმაგრეს. ისეთი ტკივილები აქვს და უბრალოდ, ვერ აღვიძებენ.
როგორც ირკვევა ნუცას მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მას მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს.
ბექა ჭაბუკიანი: ნუცას მდგომაროება ისევ ისეა. რეაბილიტაციის პროცესი მიდის. ჯერჯერობით სერიოზული წინსვლა არ არის. მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს. მაგრამ თვითონ ეს კურსი ძალაინ ძვირი ღირს და ფიზიკურად თანხა სანამ არ იქნება, ვერ დაიწყება ეს პროცესი. რეაბილიტაციისთვის თანხა არ არის მთლიანი. რაღაც ოდენობა არის ანაგრიშზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომაც არ გვაქვს წინსვლა. ხანდახან ფხიზლად არის ხოლმე, მაგრამ ბოლომდე ადეკვატური არ არის. რეალურად, გიორგის მკურნალობაზე ძვირი ნუცას მკურნალობა ჯდება. ნუცას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, უბრალოდ, რეაბილიტაციის კურსი უნდა რომ ფეხზე დადგეს და გაიაროს.
www.primetimenews.ge