“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სამართალდამცველებს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქმიანობის შეფერხებისა და დაშინების მიზნით, ნარკოტესტირებაზე გაადაჰყავთ.
“ისინი 4 საათის მანძილზე დაცვის უფლების გარეშე იმყოფებოდნენ დაკავებული. მათ ჩამოართვეს ტელეფონები და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ შეხმიანებოდნენ ოჯახს და შემხმიანებოდნენ მე, როგორც მათ ადვოკატს. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი სარჩული, ალექსი, მიშიკო, კოტე მესი და ასე შემდეგ, არიან ადამიანები ვინც ფოთის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის”, ვინც არიან ჩემი აქტიური მხარდამჭერები და მათ პერმანენტულად აკავებენ და გადაჰყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს საარჩევნო კამპანიას პოლიციამ შეუშალოს ხელი.“ – ამბობს ბასილაია.