ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რისთვის დაპატიჟა ივანიშვილმა ნესტან კირთაძე “შუშის სახლში”

ნესტან კირთაძის ინტერვიუდან ნაწყვეტი, რომელიც მან გაზეთ “ვერსიის”- ს ჟურნალისტს მისცა

-დავიჯერო, შანსი არ გქონდათ, ,,ოცნების” ვარსკვლავი გამხდარიყავით? 

-როგორ არ მქონდა. ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული, შეიძლება, აბსოლუტურად დასაბუთებულად ვარ, მაგრამ მასზე ემოციურად გაბრაზებული არასოდეს ვყოფილვარ და ვანო, ექსკლუზიურად გეტყვით: რამდენჯერმე თავისთან სახლში, ან როგორც ეძახიან, ,,შუშის სასახლეში” მიმიწვია და ამ მიწვევის პროცედურა მაღალი, ასე ვთქვათ, პატივით იყო გამოხატული.

-ანუ, ავტო გამოგიგზავნათ და ასე შემდეგ? 
-რა თქმა უნდა.

-მიწვევაზე უარი თქვით? 

-არა, წავედი, შევხვდი, ვისაუბრეთ.

-ივანიშვილმა რა შემოგთავაზათ?

-(იღიმება) რა და, ყველაფერი საუკეთესო, რასაც ჩემს კოლეგებსაც სთავაზობდა და, სავარაუდოდ, მიიღეს კიდეც. ასეთი ჟესტისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე. ისე, დამიჯერეთ, იქ პატარა ქარვასლა არ გვქონდა და შეთავაზება – შემოთავზებაზე კი არა, რამდენიმე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებაზე ვსაუბრობდით, რაზეც ზოგჯერ შეიძლება, მეთანხმებოდა, ზოგჯერ თავისი მოსაზრებები ჰქონდა. როცა ამ საუბრებს ანალიზს ვუკეთებ და, ალბათ, თვითონაც გაიხსენებს: ჩემი პროგნოზი, ბევრ შემთხვევაში, გამართლდა.

-2012 წლის არჩევნებამდე, მაშინდელი კოალიციის მაშინდელ ლიდერს სულ რამდენჯერ შეხვდით? 

-სამჯერ თუ ოთხჯერ. 

-მაინც, ვერ გავიგე, ქალბატონო ნესტან, ,,ოცნების” ვარსკვლავობაზე უარი რატომ თქვით? 

-მას ვუთხარი, საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატია მაინტერსებს-მეთქი. რამდენიმე გრანდიოზული პროექტიც მქონდა და თუკი მასში მონაწილეობას ისე მიიღებდა, როგორც პარტნიორი, ეს ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. სხვა შემთხვევაში, ერთ წრეზე სიარული ჩემთვის დამღლელი იყო.

-პარტნიორობაზე უარი გითხრათ? 

-არა, უარი არ უთქვამს, მაგრამ ჩემი პროექტები მისთვის, ალბათ, უინტერესო აღმოჩნდა… არ გამოვრიცხავ, სიბრაზის განცდა ჰქონდეს, რადგან მახსოვს, ასეთი ფრაზა მითხრა, ნესტან, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობო. რატომ-მეთქი, დავინტერესდი. იმიტომ, რომ ამ შუშის კედლებს თავით ამტვრევენ, შენ კი, მერამდენედ გთავაზობ და მაინც ამბობ, სრულიად სხვა სფერო მაინტერესებსო. გადავიხარხარე. რა გაცინებსო. მივუგე, იცით, რა გამახსენდა, აგული რომ უხსნის პიპინიას და არ ვიცი, ახლა როგორ აგიხსნათ, მაგრამ პოლიტიკაში ის დრო თქვენც დაგიდგებათ, როცა სხვა სფერო დაგაინტერესებთ და მორჩა-მეთქი.

წყარო : versia.ge

იტვირთბა....