საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში რეგრესია.
“ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში მე ვხედავ აშკარა რეგრესს პროგრესის ნაცვლად, სტაგნაციას განვითარების ნაცვლად, ამას ემატება მთავრობის ბუნდოვანი ორიენტაცია, რაც, ხშირად, არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.
დროა დემოკრატიული გზით შევცვალოთ ხელისუფლება, რათა დავაბრუნოთ საქართველო პროგრესის გზაზე და უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირობებში. ვფიქრობ, ამ ყველაფერში შემიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულო. ჩვენ, ერთად ვიმუშავებთ უფრო ძლიერი და გაერთიანებული საქართველოსთვის, სადაც ჩვენი ენერგია და რესურსები ერთმანეთის კონფრონტაციის ნაცვლად, მოხმარდება წინსვლასა და კეთილდღეობას.
მე ვიღებ ამ გამოწვევას! როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა – “რისიც გჯერა და იცავ, ბრძოლის გარეშე ვერ მოიპოვებ!”
მე, ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას ვუძღვნი იმ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში და მათ სამშობლოს დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს”. – წერს სანდრა რულოვსი.