ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მინისტრი ზღვაში დაკარგულ სამხედროებზე: „ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები“

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვაო-საწვრთნელი ვარჯიშისას შავ ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებზე აცხადებს, რომ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

“სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის, შესაძლოა, ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ბუნებრივია, ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არა ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ასე რომ, ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს.” – ამბობს თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს და ამ დრომდე მათ ეძებენ.

 

იტვირთბა....