https://www.youtube.com/watch?v=5b2Grw0kR6I
გარდაცვლილ დემურ სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ნაცემი იყო. „ჩვენ ვითხოვთ გოდერძი თევზაძის დასჯას, დაჭერას. დემურიკომ თავი მოიკლა და თევზაძე გარეთ დადის. რა გახდა ამ კაცის დაჭერა?! ექსპერტიზა პასუხს ხვალ დადებს. თუ ექსპერტიზამ ის პასუხი არ დადო რასაც ველით, მე ვიცი რასაც ვიზამ… ძალიან ბევრი შემთხვევაა პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტების ახალგაზრდებზე. ნაცემიც ჰყავს მაგას დემური თვითმკვლელობამდე, მას ზურგი მთლიანად გაშავებული ჰქონდა, ჩაწერილიც მაქვს ტელეფონზე, როგორ არის დალილავებული. ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ იქნებოდა.“ – აცხადებს ბიცოლა.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში თავი მოიკლა . გარდაცვლილის წერილში საუბარია პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე: “მემუქრებოდა გ.თ. მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არა მარიხუანა დათესილიო”. პოლიციელმა, რომელიც მას სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ვინ გეგმავდა მილსადენის აფეთქებას: საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს
- ტრაგედია კასპში: 9 წლის ბავშვი ბოძზე აძვრა და დენმა იმსხვერპლა
- ქართული ცეკვის დიდოსტატებმა თურქეთის გემი ”დაიპყრეს” (ვიდეო)
- დააკავეს 12 წლის ბიჭი რომელიც თვითლიკვიდაციას გეგმავდა (ვიდეო)
- ინფორმაცია ციხიდან: რას განიცდის საკანში გამოკეტილი მაგდა პაპიძე – დედა, რომელსაც შვილი არ ატირეს
რა ხდება სააკაძის მოედანზე (ვიდეო)