უოლ-სტრიტის ბროკერმა ჯონ გებრიელმა 30 თვეში 100 კილოგრამი დიეტების გარეშე დაიკლო. ახლა ის სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას და ასწავლის, რომ პირველ რიგში წესრიგი თეფშებში კი არა, თავში უნდა დაამყაროთ.
მაშ ასე, ჯოს წესები:
1 – წესი პირველი – დიეტებს უარი ვუთხარი. უბრალოდ გავერკვიე კვებაში. აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება მაკლდა ომეგა-3, მაღალხარისხიანი ცილები, ვიტამინები. არადა, არც ერთ დიეტაში ეს არ იყო გათვალისწინებული, რაც დიდი შეცდომაა. რაციონი ისე შევცვალე, რომ ჩემთვის საჭირო ყველა ნივთიერება მიმეღო. ამის მერე თავისდაუნებურად გაქრა ჩიფსებისა და კანფეტების სურვილი. უბრალოდ აღარ მინდოდა.
2 – წესი მეორე – ვუმკურნალე ნაწლავებს.ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სწორი ნაწლავი. ადამიანები რეგულარულად იღებენ ზედმეტ საკვებს, რადგან მათი ნაწლავი ვერ ახერხებს ეფექტურად გამოიტანოს საკვებიდან აუცილებელი ნივთიერებები. და პანიკაში ჩავარდნილი სხეული ცხიმს იმარაგებს. საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ანთებებს იწვევს, რაც ჰორმონალურ ფონზე მოქმედებს. უფრო ხშირად მიირთვით პრობიოტიკები – კეფირი, იოგურტი და პროდუქტები, რომლებიც საკვების მონელებას უწყობს ხელს.
3 – წესი მესამე: გადავხედე ძილის რეჟიმს. ძილი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს. ადრე უნდა დაწვეთ და ადრე ადგეთ. ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მიზეზია იმისა, რომ წონას კრეფთ. მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებია. უძილობა ჰორმონალურ ფონს ცვლის, რის გამოც გამუდმებული მოთხოვნილება გაქვთ ტკბილეულსა და ცხიმზე.
4 – წესი მეოთხე: ჩემს თავში ჩავიხედე. აღმოჩნდა, რომ ჩემი სტრესები არანაკლებ მვნებდა ფიზიკურად, ისევე როგორც მორალურად. სტრესი მადაზე მოქმედებს – ეს უჩემოდაც იცით. დავიწყე მედიტირება, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე, მოვიწესრიგე ძილი და სიმშვიდე დამიბრუნდა. სტრესისგან გათავისუფლებას კილოგრამებისგან გათავისუფლებაც მოჰყვა.
5 – წესი მეხუთე: გავიგე ბევრი რამ დეტოქსიკაციაზე – რამდენიმეთვიანი სწავლების მერე მივედი ტოქსინებამდე. გავიგე, რომ ორგანიზმი ცხიმოვან უჯრედებს ჭარბი ტოქსინების შესანახად იყენებს. ამ დროისთვის 70 კილოგრამი მქონდა დაკლებული, მაგრამ კიდევ 30 მრჩებოდა. სწორედ მათში იყო დაგროვილი მთელი ჩემი ტოქსინები. დავიწყე დეტოქსიკაცია. დავიწყე ორგანიზმის გაწმენდა სითხეებით – წყალი ლიმონის წვენით, ვაშლის ძმარი, მწვანე წვენები. მივირთმევდი ბევრ მწვანილს, სალათებს, უჯრედისებს. ბოლო 30 კილოგრამი გაცილებით სწრაფად დავიკელი, ვიდრე პირველი 30. თუმცა როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე.
6 – წესი მეექვსე: შევეშვი ფულზე ღელვას. რაც ნაკლებად ხართ დამოკიდებული ფულზე, მით უფრო ბედნიერი და მოხდენილი ხართ. გადავედი უფრო იაფფასიან სახლში, ნაკლები ფულის ყრა დავიწყე გაჯეტებსა და სხვა ნივთებზე. თავადვე შევუდექი ზოგიერთი ბოსტნეულის მოყვანა და ნაკლებად ვნერვიულობდი ფულის გამო. როცა ნერვიულობას ვიწყებდი, ვიცოდი, რომ შემეძლო სახლის მეორე მხარეს გავსულიყავი და ჩემი მოყვანილი პომიდორი მიმერთმია. ეს უკეთესია, ვიდრე სტრესის შოკოლადით გადალახვა.
7 – უბრალოდ მეშვიდე წესი. წონის პრობლემა რომ გადალახო, აუცილებელია საკუთარ თავს გამოუტყდე: ეს არ არის გენების ან მსხვილი ძვლების ამბავი. შენ ასეთი იმიტომ ხარ, რომ ზარმაცი ხარ. შენს პრობლემებს რომ გაუმკლავდე, არ უნდა იზარმაცო და არ გეშინოდეს ამ სამყაროსი. ჩემი წონიანი ნაცნობების 60% ემოციურ სიმსუქნეს განიცდის. ბევრი არაკომფორტულად გრძნობს თავს გარემომცველ სამყაროში და თითქოს ქვეცნობიერად იკრავენ გარშემო ცხიმის ბურთს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. გადალახეთ კომპლექსები, გახდით თავდაჯერებული, ლაღად შეხედეთ ცხოვრებას და დაიწყეთ ფორმაში ჩადგომა!
movlenebi.ge