საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა ( ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს. ოლიმპიური დელეგაცია ბრაზილიიდან 23 აგვისტოს გამოემგზავრება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 აგვისტოს მიუნჰენი-თბილისის რეისით 03:30 წუთზე ჩამოფრინდება.
რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები გუშინ დასრულდა.