ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრაგედია კასპში: 9 წლის ბავშვი ბოძზე აძვრა და დენმა იმსხვერპლა

 

კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში 18 აგვისტოს ტრაგედია მოხდა: 9 წლის ბავშვი,  ი. მ.  სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას ღობეზე აძვრა, რა დროსაც  იგი განათების ბოძიდან გადასული, დენმა იმსხვერპლა.

როგორც  მირიან მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, სადენების მოწესრიგების თაობაზე განცხადებით არაერთხელ მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ფოტო: TIMES NEWS

 

იტვირთბა....