დღეს რიოში ოლიმპიური თამაშების ბოლო საშეჯიბრო დღეა. სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს ორი ქართველი გამოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე მედლები დარჩენილ 65 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, სადაც საქართველოს სახელს 65 კგ-ში ზურაბ იაკობიშვილი და 97-ში ელიზბარ ოდიკაძე დაიცავენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
იტვირთბა....