თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
22 წლის პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნე 31 წამში დაამარცხა და 2016 წლის ოლიმპიადის პრიზიორი გახდა.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა.