ახალი ამბები მთავარი

„საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ სანდრო ბრეგაძის მერე ლალი მოროშკინამაც დატოვა

„საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ სანდრო ბრეგაძის მერე ლალი მოროშკინამაც დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ მეჭიაური ადასტურებს.

მოროშკინამ და ბრეგაძემ პარტია თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო დატოვეს.

საარჩევნო გაერთიანებას ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუშინ პარტია ”ჩემი სამშობლო” შეუერთდა. ”ჩემი სამშობლოს” თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არიან – ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი.
აღნიშნულ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის”, ლევან მამალაძის “სახალხო ხელისუფლება”, რომელსაც ზურაბ კობიაშვილი წარმოადგენ, ზვიად ჩიტიშვილის პარტია “ჩემი სამშობლო” და ხათუნა მაჭავარიანის “ქალთა პარტია”.

იტვირთბა....