ახალი ამბები მთავარი სპორტი

“მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო”

Sportall.ge-ს ”თავისუფალი სტილით” მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესაუბრა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი. დღეს უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ჩემი გულშემატკივარი გავახარე და ესეც მახარებს.ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა. 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძელებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება”, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

რიოს ოლიმპიადის ფინალში ხინჩეგაშვილმა იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.  ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე გუშინ ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია.

იტვირთბა....