ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მკვლელობის მოტივი და ვერსია: “მამაკაცი მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააგდეს”: რას ამბობენ მეზობლები

ფოთში, სასმელი წყლის ჭაში ნაპოვნი მამაკაცი, შესაძლოა, მოკლული იყოს. მომხდართან დაკავშირებით ახალი გარემოებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, .

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნება. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი, შესაძლოა, მისი მეგობარი ქალის ახლობლის მიერ, ეჭვიანობის ნიადაგზე იყოს მოკლული.

„სერგო მირცხულავა მარტო ცხოვრობდა, კარგი ბიჭი იყო, უბრალოდ მინუსი ის ჰქონდა, რომ გინება იცოდა. მოკლესო, ასე ითქვა. სადაც შემთხვევა მოხდა, იქ, ალბათ, მეტი ეცოდინებათ. შეიძლება, მეგობარი ქალის ახლობლებმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

სერგო მირცხულავას ცხედარი გუშინ ფოთში, სასმელი წყლის ჭაში იპოვეს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც, თუმცა დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

წყარო: primetimenews.ge

იტვირთბა....