ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

რა გადასცეს საჩუქრად ქართველ ოლიმპიელებს

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ქართველ ოლიმპიელებს საჩუქრად ბინები ბათუმში გადასცა. ბინები მიიღეს ოქროსმედალოსანმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ,  და აჭარის რეგიონის ლიცენზიანტებმა,  ირაკლი თურმანიძემ და შმაგი ბოლქვაძემ:

„ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან „ოლიმპიური ოქროს მედალი – ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში“ აქციის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები „სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

📣 ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!“-ნათქვამია სამსენებლო კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....