ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მონადირეების საყურადღებოდ: როდის იწყება ნადირობის სეზონი და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იწყება. ნადრობის სეზონი გაგრძელდება 2017 წლის 01 მარტამდე, – ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიხედვით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს;

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი:

 

ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი: ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბიუჯეტის შემოსულებების სახაზინო კოდი: 3 0077 3033

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ოთხნიშნა ციფრი (ამ შემთხვევაში 0077 აღნიშნავს თბილისს) განსხვავებულია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი მოთხოვნები:

ნადირობა აკრძალულია:

–  სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში;

– საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

აკრძალულია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას შემდეგი მეთოდების გამოყენება:

მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).

ნადირობისას დაშვებულია:

მონადირე ძაღლების გამოყენება;

მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები).

სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის წესების დარღვევად ითვლება:

ნადირობა შესაბამის დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით.

ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები;

ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია ასკ 86-ე და 893-ე მუხლებით;

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებული

სსკ 301-ე მუხლით.

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

იტვირთბა....