„საგანგებო განცხადება!
რამოდენიმე დღეა საზოგადოების აღშფოთება არ ნელდება ციხის კადრების დადგმული სპექტაკლის ირგვლივ, რამაც ხელისუფლება აიძულა ნაძირალა ბედუკაძისთვის მოეხსნა სახელმწიფო დაცვა, რომლითაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სარგებლობდა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე მზადაა დაასახელოს შემკვეთი იმ ბინძური სქემისა, რომელიც მან თავად განახორციელა და რისთვისაც დაპირებული 2 მილიონიც კი ვერ აიღო. ბედუკაძე დღეს სრულიად შიშველია და მას სხვა გზა არ აქვს, თავის გადასარჩენად იგი მზადაა დაასახელოს ირმა ინაშვილი და ქართული ოცნების ლიდერები როგორც შემკვეთები. ამიტომ მათი ერთობლივი შეთანხმებით ამ დღეებში გამოქვეყნდება მორიგი სიყალბე, სანახაობა, რომლითაც სურთ გადაიფაროს ბედუკაძის დანაშაული და კვლავ დატრიალდეს ბინძური სპექტაკლი ძალადობის ფაქტებზე.
უმკაცრესად ვითხოვ, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე, რომელსაც ირმა ინაშვილი გამოაგდებს ამ დღეებში, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი!“ – წერს ანი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ აწამებდნენ 2012 წლამდე ორ ცნობილ სახეს.