aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძღოლების საყურადღებოდ: ინფორმაცია იაპონური მანქანების რადიაციაზე შემოწმების შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, სადაც  დაინტერესებულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ავტომანქანა რადიაციულ დაბინძურებაზე შეამოწმონ.

მათ ცნობით, რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება უკვე განხორციელდა, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა:

„აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტირებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

 

იტვირთბა....