ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან ისევ განახლდა. გუშინ საღამოს სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. ძებნაში ასევე ჩაერთვნენ თურქეთის შესაბამისი სამსახურები.
„რა ძალებიც იყო მობილიზებული, იგივე ძალები მუშაობენ, დაემატათ თურქული მცურავი საშუალებები. თურქული მხარეა ჩართული ძალიან აქტიურად და ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სერგო ძაგნიძემ.
შავ ზღვაში ორი დაკარგული კურსანტის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, მაშველები, თითქმის ყველა ადგილობრივი შესაბამისი სამსახური და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე რამდენიმე დღის წინ გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ.