ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გირჩმა“ ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება შესთავაზა

 

პარტიას „ პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“  გაერთიანების შეთავაზება აქვს პოლიტიკურ მოძრაობა, საარჩევნო ბლოკი „ ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი სგან“. – ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

დღეს გახდება ცნობილი დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას ბურჭულაძის პარტია:

„ჩვენ მივესალმებით ბატონ ჯაფარიძის და ვაშაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც არის ძლიერი პარტია, დაფუძნებული კომპეტენციაზე, რეპუტაციაზე, სუფთა წარსულზე. ჩვენ, ბატონ პაატასთან ერთად, გუნდი, განიხილავს ამ შემოთავაზებას და მიიღებს შესაბამისი გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა გუშინ პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა გიორგი პაპავამ.

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“, სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბოლომდე გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან.

შეგახსენებთ, რომ ბლოკში გაერთიანებული არიან სამოქალაქო პლატფორმა -„ ახალი საქართველო“, ახალი პოლიტიკური ცენტრი -„ გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“. არ არის გამორიცხული მათ „ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიაც შეუერთდეს, რომელთანაც ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები.

 

ბლოკის წევრების თქმით, ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ყველა პროდასავლურ ძალასთან და მათთან ერთად შექმნან საარჩენო ბლოკი.

იტვირთბა....