ახალი ამბები მთავარი სპორტი

ქართველები რიოში: არის ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო რეკორდი!!!

რიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე, მძლეოსანმა ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
105 კგ კატეგორიაში მესამე ადგილი აიღო ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ – ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.

იტვირთბა....