ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ბურჭულაძის პარტია მომსახურების სააგენტოს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

პაატა ბურჭულაძე-“სახელმწიფო ხალხისთვის” სოციალური მომსახურების სააგენტოს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭა 17 125 ადამიანს.

ბურჭულაძის თანაგუნდელები მოუწოდებენ სააგენტოს ხელმძღვანელს განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი.

„სამწუხაროდ, გრძელდება საარსებო შემწეობების დანიშვნა, სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება წინასაარჩევნოდ და რეალურად, მათი მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი,“ – განაცხადა ბურჭულაძე – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.

პარტიის ამ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოუწოდებს პაატა ბურჭულაძის პარტიას, ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება, არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაეყრდნონ.

“რაც შეეხება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მე ნამდვილად არ ვარ განწყობილი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ჩოგბურთის სათამაშოდ. ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ და ასეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება, არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაყრდნონ. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებშია. თვეში ცვლილებები პლუს-მინუს 5 ათასის ფარგლებშია. მათ ეს 156 ათასი უბრალოდ საიდანღაც მოიფიქრეს და ძალიან ვთხოვ, რომ რამე ქმედითით დაკავდნენ, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციებით“. – აცხადებს სერგეენკო.

იტვირთბა....