NASA-ს( აშშ-ის კოსმოსური სააგენტო) მონაცემებით, 2016 წლის ივლისი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიის, ანუ ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იყო. კერძოდ კი, მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,84 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე 1950-1980 წლებში.
ივლისის თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,18 გრადუსით აღემატებოდა წინა რეკორდულად ცხელი თვეების – 2011 წლის ივლისისა და 2015 წლის ივლისის ტემპერატურებს .
“საშიშია ის, რომ ჩვენ შევდივართ ეპოქაში, როდესაც ყოველი მომდევნო თვე ან წელი იქნება რეკორდულად ცხელი”, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი კრის ფილდი.