ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა

პარტია „ცენტრისტების“ ლიდერი, ვლადიმირ ბედუკაძე სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ მას სახელმწიფო დაცვა მოეხსნა:

„გუშინ მაესტროს ეთერით ” ქართული ოცნების ” ერთ- ერთმა ლიდერმა წინასწარ, სასამართლოს თუ ცეესკოს მაგიერ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება”ცენტრისტების” აკრძალვის შესახებ, ამავე დღეს მიხსნიან სახელმწიფო დაცვას, ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ…

საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს მთავარ პროკურორს.“-წერს ბედუკაძე.

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, მას შემდეგ დაენიშნა, რაც მასთან, მაშინდელი საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.

იტვირთბა....