ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო ყავაზე დახარჯულ 36 172 ლარზე განმარტებებს აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორის” კვლევას ეხმაურება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ყავაზე შესვენების მომსახურებაში ერთი დღის განმავლობაში გახარჯულ იქნა 12 508 ლარი, ივლისის თვეში დანახარჯმა შეადგინა 12 537, ხოლო აგვისტოში 11 127 ლარი. “მედიატორის” ცნობით ეკონომიკის სამინისტრომ გასულ რამდენიმე თვეში ჯამში  36 172 დახარჯა.

“მეტრონომი” ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნული თანხების გახარჯვა დაადასტურეს, თუმცა იმ ღონისძიებებზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ამ პერიოდში სასტუმრო “რუმსში” და “რედისონში” ჩატარდა.

“2016 წლის 6 ივნისს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი, რომელსაც ესწრებოდა 150 ადამიანი. „შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში,   თანხა დაიხარჯა ფორუმის მონაწილე 150 პერსონის  ლანჩის და ყავაზე რამდენიმე შესვენების მომსახურებისთვის. 2016 წლის 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, სასტუმრო „რედისონში“   გაიმართა საქართველოსა და ჩინეთი სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი. ამ ხუთი დღის განმავლობაში, 50 პერსონაზე გათვლილმა დანახარჯებმა, რომელიც მოიცავდა ყოველდღიურ ლანჩს და ყავაზე შესვენების მომსახურებას, შეადგინა 12 537 ლარი. 4-5 აგვისტოს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ეკონომიკის განვითარების ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა  400-ზე მეტი ადამიანი. ეს იყო მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა: პირველ დღეს ფორუმს დაესწრო ოთხასამდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ.

მეორე დღეს, მთელი დღის განმავლობაში, „რუმსში“ იმართებოდა შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, “შპს სითი ლოფტთან” გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ამ მასშტაბური ღონისძიების ორდღიანი მიმდინარეობის დროს ფურშეტებისა და ყავაზე შესვენებების ხარჯებს.” – აცხადებენ სამინისტროში.

econom2econom3econom1

იტვირთბა....