ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამბროლაურის აეროდრომი ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას”

მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ვფიქრობთ, აეროდრომი ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ აეროდრომოს სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და ამიტომ, გამარტივებული შესყიდვის წესით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“. – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....