ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი ილია მეორეს: გეყოთ დედაეკლესიის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქ ილია მეორეს მიმართავს, რომ დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში.

“ამ შეხვედრას შეიძლება დაერქვას “უწმინდურები უწმინდესთან” . გეყოთ დედაეკლესიის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის. თქვენისთანა ვაჭრებს უფალმა იერუსალიმის ტაძარში დახლები აუშალა. პატრიარქს კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ, დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში, ხოლო თუ მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატებს თვლის თავის სულიერ შვილებად, მაშინ ანათემას გადაგვცეს როგორც, ძირგამომთხრელი ოპოზიცია და ყველაფერი ნათელი იქნება”. – აცხადებს  ნათელაშვილი.

იტვირთბა....