პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ,,ქართულმა ოცნების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა:
გლდანში ,,ქართული ოცნების” მანდატებისთვის იბძოლებენ გენერალი კობა კობალაძე, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე.
დიდუბეში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან, ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია.
ვაკეში : მორაგბე ბიძინა გეგიძე და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.
ისანში: მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.
კრწანისში: ბიზნესმენი, ნავთობკომპანიის გენერალური დირექტორი, ბექა ოდიშარია.
ნაძალადევში ,,ქართული ოცნების” სახელით იბრძოლებენ ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნია, იურისტი სოფო კილაძე და ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
საბურთალოზე : ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
სამგორში: მოაზროვნე გიორგი მოსიძე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში და სპორტსმენი და დეპუტატი შოთა ხაბარელი.
ჩუღურეთში: გია ვოლსკი.
,,ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიტიდატი არ დაასახელა მთაწმინდის ოლქში. ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, დაუჭერენ.