5 წლის გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.