საქსტატის ინფორმაციით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის სამსახურის ცნობით ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9% შეადგინა.
2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 3346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმიხედვით) 2015 წელს 58 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება140 მლნ. აშშ დოლარით.