ანაკლიაში ირანელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. თავდაპირველად ტურისტმა გონება დაკარგა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.
რა გახდა ტურისტის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარს უკვე სწავლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ვიზიტორი ანაკლიაში Gem Fest-ს ესწრებოდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.