ახალი ამბები მთავარი

მცხეთის ქუჩა 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო მცხეთის ქუჩა დროებით გადაიკეტება.

„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე. მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.”-აცხადებენ მერიაში.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო” აწარმოებს.  მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570 ლარია გამოყოფილი.

იტვირთბა....