აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენი მზადყოფნას გამოთქვამს თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის მონაწილეობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ფრანგულ გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს:
„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“, – წერს გიულენი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ გიულენს ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ასახელებს და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.