ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი სპორტი

ცნობილ ფეხბურთელზე დაკავების ორდერი გაიცა

 

თურქეთის ხელისუფლებამ ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის ჰაკან შუქურის დაკავების ორდერი გასცა, – ინფორმაციას  სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ფეხბურთელის დაკავება ქვეყანაში  სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, შუქურმა ოჯახთან ერთად ქვეყნის ტერიტორია გასულ წელს დატოვა. 44 წლის ფეხბურთელმა კარიერა 2008 წელს დაასრულა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შუქური პოლიტიკაში მოვიდა. ის 2011 წელს თურქეთის პარლამენტში, მმართველი “სამართლიანობის და განვითარების” პარტიის ერთ-ერთ წევრად აირჩიეს. თუმცა, 2013 წელს მან პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

იტვირთბა....