საზოგადოება

“მახომ მოკლა აჩიკო ცემით”: რატომ, ვინ სცემა და შეაშინა მაგდა პაპიძის საქმის მოწმე

მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე PrimeTimeNews-თან ინტერვიუში, თავისი დის, მაგდა პაპიძის გახმაურებულ საქმეზე საუბრობს და იმედი აქვს, რომ თუ გამოძიება განახლდა, ის აუცილებლად უცხოეთში წარიმართება.

ლანა პაპიძის თქმით, პროკურორებსა და მსაჯულებს შორის უშუალო კავშირი იყო და პროცესი კანონდარღვევით წარიმართა.

ლანა პაპიძე: როგორც გავიგეთ პროკურორებს მსაჯულებთან გადასარევი წვდომა ჰქონდათ. კანონის დარღვევით მოხდა ყველაფერი. ჯერ კიდევ პროცესებზე მიდოდა ჩვეულებრივი საუბრები პროკურორებსა და მსაჯულებს შორის. ყველას რჩებოდა ის შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ერთმანეთთან. პირდაპირ წამოდგა პროკურორი ნეფარიძე და თქვა, რომ დედამ შვილი მოკლაო. რის საფუძველზე ამბობს ამას, როდესაც მაგდას ფრჩხილში დნმ არ ამოვიდა ბავშვის, ერთადერთი თუ ამოვიდა, ქსოვილის დნმ ამოვიდა. ეს ძალიან ჩვეუელბრივია, დედა იყო და ამოვიდა, ჯემპრზე მოკიდა ხელი. ამის მერე, დედას სამუდამოზე რომ უშვებ, კატასტროფული მდგომაროებაა. სიმართლე რომ გითხრათ, ახალი გამოძიებები თუ წარიმართება, ნამდვილად არ გავაკეთებ ამას საქართველოს მასშტაბით. მე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის. დაფარული არაფერი არ არის, რაც არ გამჟღავნდება, არ დაიმალება. შესაძლებელია ისეთი ფაქტები გამჟღავნდეს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

ლანა პაპიძე ასევე ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებობს საქმის პირდაპირი მოწმე, ქაფიაშვილების მეზობელი აჩიკო, რომელმაც მაგდა შემთხვევის ღამეს, 11 საათზე ნახა. ხოლო, ომარის მკვლელობის დროდ კი 9 საათი და 15 წუთია მიჩნეული. მისი თქმით, ეს გარმოება მაგდას უდანაშაულობის უტყუარი საბუთია.

ლანა პაპიძე: აჩიკო მათი კარის მეზობელია, ასაკიანი კაცია. მახომ მოკლა აჩიკო ცემით იმის გამო, რომ კაცი ამბობდა, 11 საათზე მე რომ მოვედი სამსახურიდან, დავინახე რომ მაგდას კარი ჰქონდა ღია და ოთახს ალაგებდაო. არადა ჩემი სიძის სიკვდილი 9 საათსა და 15 წუთზე უკვე დამდგარი იყო. ეს კაცი კი ამბობს 11 საათზე მაგდას კარი ღია ჰქონდაო. ხელში ღვინის ქილა მეჭირაო და ასე მითხრა მაგდამ ახლა ომარი უნდა მოვიდეს და არ დაგინახოთ დალიოთო, გამეხუმრა მაგდაო.

 

იტვირთბა....