ტაილანდში წუხანდელი ღამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით 4 აფეთქება მოხდა. ბოლოს 2 ბომბი საზღვაო კურორტზე, ბანგკოკის სამხრეთით რამდენიმე საათის წინ გააქტიურდა. გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტებიც. აღნიშნულის შესახებ telehraph-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ ყველა აფეთქება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას მათ უკან, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი ადგილობრივი სეპარატისტული დაჯგუფების მოწყობილია.