ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

 

ნაძალადევის რაიონში, პარტია “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. თამარ ციხისელის თქმით, ბინიდან წაღებული არაფერია. ის ვარაუდობს, რომ ქურდებს პარტიის შესახებ ინფორმაციის წაღება სურდათ, რაც ვერ შეძლეს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა ოფისის ძარცვასთან არის კავშირში და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კირიმინალისტებმა. ფაქტზე ქურდობის მუხლით დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ეროვნული ფორუმის” ნაძალადევის ოფისი გაქურდეს.

 

 

იტვირთბა....