ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემთხვევა კახეთში: როგორ დაეწვა 6 თვის ჩვილს ფეხები

 

კახეთში  ბავშვს ტერფები დაეწვა. წლის და 6 თვის ბავშვი თელავიდან  დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადმოიყვანეს.

ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბავშვმა  დამწვრობა საწოლში მიიღო.

როგორც ექიმი აცხადებს, მშობლებმა ბავშვი საწოლში დასაძინებლად მოათავსეს, იქვე კი კოღოების საწინააღმდეგო ნივთიერებას ცეცხლი მოუკიდეს და საწოლთან ახლოს დატოვეს.  ნივთიერება გადმოვარდა, მძინარე ბავშვის ლოგინში ჩავარდა, რის შედეგადაც პატარამ ქვედა კიდურებზე  მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ბავშვი იაშვილშია მოთავსებული და მას  მკურნალობა უტარდება.

წყარო: kvira.ge

 

იტვირთბა....