ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ

 

ქუთაისში, სამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილის მანქანაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ. ძიება ავტოქარხნის დასახლებაში მიმდინარეობს. ამ წუთებში სამშენებლო კომპანია “ტობეს” მფლობელის შვილის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება.

როგორც “ტობეს” მფლობელი აცხადებს, მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც მას უთხრეს, რომ მანქანაში საეჭვო ნივთიერება შენიშნეს და ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

სამართალდამცავები და ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ მანქანაში შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერება იყოს დამონტაჟებული.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამნაღმველებმა პირველადი დათვალიერებით ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, თუმცა შესული შეტყობინების საფუძველზე 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა საქმე და სწორედ ამიტომ, საეჭვო ნივთიერება ექსპერტიზაზე გააგზავნეს.

იტვირთბა....