საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ:
”სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ – ინტრავენური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებით ინტრავენური ფორმა – ”ვინტი”, ”კრაკადილი”… მართლაც ავადსახსენებელი, შემზარავი მოვლენა 95%-ზე მეტით შემცირებულია. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება ტაბლეტირებულ ფორმას, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც ამ შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატარეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა აჩვენა რამდენიმე ათეული აფთიაქი, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარვაცევტს უკვე შეუჩერდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
იტვირთბა....